ახალი ლიცეუმი
ცოდნა ძალაა!
:
:
    ბოულინგი - 01.11.2017

    ვის არ უყვარს ბოულინგი!

    ის სპორტის შედარებით ახალი სახეობაა ჩვენთან, თუმცა მალე მოიპოვა პოპულარობა. სწორედ ამიტომაც, როცა გახდა ცნობილი, რომ ამ საინტერესო თამაშში ქალაქის მეათეკლასელთა შეჯიბრება ტარდებოდა, მაშინვე დაიწყეს მზადება ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც. შედგა გუნდი შემდეგი შემადგენლობით: ანა სულაქველიძე (კაპიტანი), მარი სულაქველიძე, ქრისტინე სარალიძე, გიორგი ხარებაძე, ნიკოლოზ მაღლაკელიძე და ნინო ფირალიშვილი.

    1 -ელ ნოემბერს გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ გაიმართა ტურნირი სკოლებს შორის. შეჯიბრის შედეგად „ახლი ლიცეუმის“ გუნდი გავიდა მეოთხე ადგილზე. წინ კიდევ 4 ტურია გასავლელი.

    მოსწავლეებს ვუსურვებთ წარმატებას და საპრიზო ადგილის დაკავებას.

    ნანა
    ქუთათელაძე
    რამაზ
    მღებრიშვილი
    მაია
    მესხი
    რაისა
    მამამთავრიშვილი