ახალი ლიცეუმი
ცოდნა ძალაა!
:
:
    მატში ფეხბურთში - 03.11.2017
    3 ნოემბრის მზიანი და თბილი დღე „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეთა ჟრიამულმა კიდევ უფრო გაახალისა. გაიმართა მოსწვლეთა თვითმმართველობის სპორტული დეპარტამენტის (ხელმძღვანელი XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მაჩაიძე) მიერ დაგეგმილი შიდასასკოლო მატჩი ფეხბურთში. გულშემატკივრები შეძახილებით ამხნევებდნენ თანაკლასელებს... მათმა შეძახილებმა ირგვლივ მყოფების ყურადღებაც მიიქციეს, მიმდებარე კორპუსის აივნიდან ორი უსაყვარლესი ბებო დიდი ინტერესით გვადევნებდა თვალყურს და გვგულშემატკივრობდა! ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა სკოლის VII კლასის მოცეკვავე გოგონათა ჯგუფმა. მატჩი დამთავრდა X და XI კლასის მოსწავლეთა გამარჯვებით. ფინალური შეხვედრა გაიმართება 16 ნოემბერს ორივე გუნდს ვუსურვებთ წარმატებას!
    ნანა
    ქუთათელაძე
    რამაზ
    მღებრიშვილი
    მაია
    მესხი
    რაისა
    მამამთავრიშვილი