ახალი ლიცეუმი
ცოდნა ძალაა!
:
:
    ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში
    2018 წლის 2 მარტს „ახალი ლიცეუმის“ მოსწავლეების მონაწილეობით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარდა ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში. მოწვეულები იყვნენ პოეტები: ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი და ქალბატონი ზოია ვაშაკიძე.
     ბავშვებმა წაიკითხეს ამონარიდები: ვაჟა-ფშაველას „რამ შემქმნა ადამიანად“, „ლექსი ვეფხვისა და მოყმისა“, ჰენრი დევიდ თოროს „კითხვა“, ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები: „გული“, „ლიტერატურული საღამო“, „იყიდება საქართველო“. გააკეთეს ინსცენირება გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, წაიკითხეს მოგონებები ნიკო ფიროსმანზე. ღონისძიების დასასრულს წაიკითხეს ამონარიდი დავით გურამიშვილის დავითიანიდან: „სწავლა მოსწავლეთა“.
     ღონისძიება საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და მოწონებაც დაიმსახურა. პოეტებმა გულთბილი სიტყვებით მიმართეს ბავშვებს და შეკრებილ საზოგადოებას, წაიკითხეს საკუთარი ლექსები. ღონისძიება ლიტერატურულ საღამოდ გადაიქცა. ქალბატონმა გულნაზმა სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნი, ხოლო ქალბატონმა ზოიამ - საკუთარი ლექსები ავტოგრაფით. ივნისის თვეში დაიგეგმა ლიტარეტურული საღამო, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ პოეტ ზოია ვაშაკიძის ლექსებს.
    ნანა
    ქუთათელაძე
    რამაზ
    მღებრიშვილი
    მაია
    მესხი
    რაისა
    მამამთავრიშვილი